ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას წარმოადგენს , აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს იყო განქორწინების 10 222 შემთხვევა, 2016 წელს – 9 539, 2015 წელს – 9 112, 2014 წელს – 9 119 და 2013 წელს – 8 039.

რაც შეეხება ქორწინებას, ბოლო 5 წლის მონაცემებით, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს - 144 161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს - 23 684 წყვილი დაქორწინდა, 2016 წელს - 25 101, 2015 წელს - 29 157, 2014 წელს - 31 526 და 2013 წელს - 34 693.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში – 1739.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა