ადვოკატი - სასურველია, დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე მღვდელმთავრებმა სინოდის გარეშეც იმსჯელონ

უფრო სწორი იქნება თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი სინოდის სხდომაზე მოხვდება, თუმცა თუ სინოდი დროში იწელება, სასურველია სინოდის წევრები შეიკრიბონ და სინოდის გარეშეც იმსჯელონ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, ახლა, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებიც დასრულებულია და სასამართლოს სამივე ინსტანციაც, სასურველია დეკანოზის საკითხის განხილვა დროულად მოხდეს მღვდელმთავრების მიერ. ამასთან, მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი იმედოვნებს, რომ კვლავ არ მოხდება საპატრიარქოში არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ აღნიშნული შეხვედრის დაბლოკვა.

„იქიდან გამომდინარე, რომ არავინ ელოდა უზენაესი სასამართლოს გუშინდელ განცხადებას, ჩვენ ყველანი ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით დროის ფაქტორიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდის მოხდება დეკანოზის საკითხზე მღვდელმთავრების შეკრება, არ ვიცი. მე იმედი მაქვს, რომ ის ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოშია, საერთოდ არ დაბლოკავს ამ შეხვედრას.

ყველაფერი, რასაც სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ საჭიროა სამივე ინსტანციას დაველოდოთ, მართლმსაჯულებაში არ ჩავერიოთ და პროკურატურას ხელი არ შევუშალოთო, ყველაფერი უკვე დასრულდა. აქედან გამომდინარე, მათი მოქმედება არავის საქმეში ჩარევა არ გამოვა და სათქმელი მიზეზიც აღარ დარჩათ გარკვეულ სასულიერო პირებს, რის გამოც დისტანცირებას ახდენდნენ „ციანიდის საქმეზე“.

დარჩა მხოლოდ ის, რომ თუ შეასრულებენ საკუთარ სიტყვას. დეკანოზის საკითხი უფრო სწორი იქნება თუ სინოდის სხდომაზე მოხვდება, თუმცა თუ სინოდი დროში იწელება, შეიძლება სინოდის წევრები შეიკრიბონ და სინოდის გარეშეც იმსჯელონ“, -განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღო წარმოებაში დეკანოზ გიორგი მამალაძისა და პროკურატურის საჩივრები და პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ძალაში დატოვა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს