თორნიკე მამალაძე - მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ სამართალი ახლოვდება და მიეცემა პასუხისგებაში, ამიტომ მას მუქარის მეტი არაფერი დარჩენია

მეუფე იაკობი დარწმუნებულია, რომ სამართალი ახლოვდება და მიეცემა პასუხისგებაში, ამიტომ მას მუქარის მეტი არაფერი დარჩენია, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით ის მეუფე იაკობის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„მეუფე იაკობი რას საუბრობს და რა ტყუილებით საუბრობს, ეს უკვე მისი პრობლემაა, რადგან საზოგადოებამ იცის პატრიარქის პოზიცია. ზურგს უკან ვინ რას საუბრობს, ეს პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებებს, მე მშიშარა ადამიანის პოზიციად მომეჩვენა. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დარწმუნებულია, რომ უკვე ახლოვდება სამართალი და იმ პიროვნებების ლუსტრაცია, ვინც ამ საქმის უკან იდგა, დარწმუნებულია, რომ პასუხისგებაში მიეცემა, რადგან ის არის ამ ბოროტი სქემის დამგეგმავი აქედან გამომდინარე, მას არაფერი დარჩენია მუქარის გარდა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძემ მისი და მისი ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწმინდესი დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო.

მეუფე იაკობის განცხადებით, პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა