"კრისტალი" კიდევ ერთხელ მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს და რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს გუნდს აფინანსებს

კონკურსის წლევანდელი თემა - ენერგოეფექტურობაა, რაც სრულად ესადაგება კრისტალის „მწვანე“ ფილოსოფიას და კორპორაციულ კულტურას.

First Global - ასე ჰქვია საერთაშორისო კონკურსს, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ინტერესის გაღვივების მიზნით შექმნილ ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან ერთვებიან. საქართველო მეორე წელია ამ დიდი კომუნის ნაწილია და ამაში კრისტალის წვლილი ძალიან დიდია. წელს 3 ახალგაზრდა საქართველოს წარსადგენად მექსიკაში მიემგზავრება.ლიკა, სოფო და ნიკა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელები არიან. მათ მენტორობას ბატონი ილია - ფიზიკის მასწავლებელი უწევთ. რობოტი ვანო დაუღალავი შრომით ერთად შექმნეს და მასზე გუნდი დიდ იმედებს ამყარებს.

რობოტიკის მსოფილიო ჩემპიონატის First Global-ის ფარგლებში მექსიკაში 175 ეროვნების ბავშვები ჩავლენ. ისინი ალიანსებად დაიყოფიან და გუნდურად შეეცდებიან საკონკურსო დავალება რაც შეიძლება მეტი ქულით დაასრულონ. 6 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ქულის მფლობელი გუნდი გამარჯვებული გახდება.

წლევანდელი შეჯიბრის მთავარი და ზოგადი თემა ენერგოეფექტურობაა. სწორედ ამიტომ სიმულაციაში მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენებაზე კეთდება აქცენტი.

წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ უნიჭიერეს ბავშვებს და გვჯერა მათი გამარჯვების!

კრისტალის შესახებ

სს მისო „კრისტალი“ საქართველოს მასშტაბით ყველაზე მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 90,000-ზე მეტ მომხმარებელს 61 ფილიალითა და 1000-ზე მეტი თანამშრომლით ემსახურება. კრისტალის საკრედიტო პორთფელის მოცულობა 265 მილიონ ლარს აღემატება.

კომპანიის მწვანე ფილოსოფიასა და სოციალურ კორპორაციულ ღირებულებებთან ძალიან ახლოსაა მეწარმეების მხარდაჭერა. კრისტალი ძირითადი საქმიანობის პარალელურად 3 წელია „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ მეშვეობით ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებას და მათი პროექტების დაფინანსებას

„კრისტალი“ სტაბილურად ინარჩუნებს Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ „B” საკრედიტო რეიტინგს. იგი პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც ფიტჩის საერთაშორისო რეიტინგი მოიპოვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ir.crystal.ge/

(R)