საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. ხუთივე მათგანს სავარაუდოდ, გამოკითხვის მიზნით, მცხეთის პოლიციაში გადაიყვანენ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს. ისენი არიან : 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.

სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა