ე.წ. პრემიერის გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო.

სამოქალაქო პანშვიდი ქალაქ გუდაუთაში მდებარე კულტურის სახლში გაიმართება.

გლოვის დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული, ასევე გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. ავარია ფსოუ-ენგურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ВАЗ-2199-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა 22 წლის თარსმან ჰაჯარათმა სამთავრობო კორტეჟს გზა არ დაუთმო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, საჭესთან კი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე 70 წლის გენადი გაგულია მიმდინარე წლის 24 აპრილს დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს