ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, კვლავ უკიდურესად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის თავის არეში. კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობის შენარჩუნებას ექიმები მედიკამენტების საშუალებით ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა