ე.წ. პრემიერის გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღეა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო.

სამოქალაქო პანშვიდი ქალაქ გუდაუთაში მდებარე კულტურის სახლში გაიმართება. გლოვის დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული, ასევე გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. ავარია ფსოუ-ენგურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ВАЗ-2199-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა 22 წლის თარსმან ჰაჯარათმა სამთავრობო კორტეჟს გზა არ დაუთმო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, საჭესთან კი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე 70 წლის გენადი გაგულია მიმდინარე წლის 24 აპრილს დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო