თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი სტუმრობს

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვია, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

გიორგი მარგველაშვილის სახელით ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი კიდევ ერთხელ ნათელი გამოხატულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნირთან დაგეგმვა იმ შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანია.

ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბლისიში, სადაც სწორედ მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა