მიტროპოლიტი შიო - დიდ რისკებს შეიცავს, სახელმწიფო არაა მზად აღკვეთოს მარიხუანას არალეგალური კულტივაცია

ეს დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არაა მზად აღკვეთოს არალეგალური კულტივაცია,- ასე აფასებს მთავრობის ინიციატივას მარიხუანას ექსპორტზე გატანის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

"ჩვენ ვფიქრობთ და ზოგადი პათოსი დღეს ასეთი იყო კონფერენციაზე, რომ ეს დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაცია, რაც სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო სამედიცინო კუთხით კულტივაცია", - განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს