საპატრიარქოს ნუ ჩავთვლით რეპრესიულ ორგანოდ, რომელიც თითქოს თავისუფლებას წინ აღუდგება, - ამის შესახებ მამა გიორგი ფირცხელანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.
მამა გიორგი ფირცხელანის თქმით, საპატრიარქოს მთავარი აზრი ყოველთვის იყო და იქნება მოსახლეობის დაცვა გარკვეული საფრთხეებისგან, რომელიც დააშორებს უფლისგან.
„აჟიოტაჟმა გამოიწვია რაღაც არასწორი ინტერპრეტაციები საზოგადოების ზოგიერთ სუბკულტურაში, თითქოს თავისუფალი გახდა მარიხუანას მოხმარება. ეს ასე არ არის. ასევე საზოგადოებამ დაინახა, რომ არსებობს ბევრი საფრთხე და ნუ დავუშლით მათ ამ საფრთხეებზე საუბარს. ნურც საპატრიარქოს ჩავთვლით რეპრესიულ ორგანოდ, რომელიც თავისუფლებას თითქოს წინ აღუდგება. საპატრიარქოსთვის, ეკლესიითვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, თავისულფება ასოცირდება არა საკუთარ ვნებებთან დამონებასთან, არამედ იმ დანიშნულების აღსრულებასთან, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა მამა გიორგი ფირცხელანმა.