ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ახლოს მდებარე ,,კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მიმართ პრეტენზიები აქვთ. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული ტერმინალი სპილენძის კონცენტრატის და ძვირფასი ლითონის იმპორტ-ექსპორტს ახორციელებს და მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი და სუნი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მთივე თქმით, პრობლემა მძიმე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებით გამოწვეული ხმაურიცაა.

,,აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ამ ტერმინალიდან საშინელი მტვერი იფრქვევა, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ ქუჩაზე მუდმივად მძიმეწონიანი სატვირთო მანქანები გადადგილდება და საშინელი ხმაურია. ფანჯრების გაღების საშუალებაც კი არ გვაქვს. მოვითხოვთ ,,კავკასიური მეტალის ტერმინალის" სტანდარტების შესაბამისად მუშობას. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდეს და ჩვენი პრობლემები უმოკლეს ვადებში მოაგვაროს“, -განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

,,კავკასიური მეტალის ტერმინალის" დირექტორის, იროდი კვარაცხელიას თქმით, საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. “კომპანია წარმოადგენს უცხოურ ინვესტიციას. დასაქმებულია 200- ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ უბანში მცხოვრები ადამიანებია. საწარმო მუშაობს სტანდარტების შესაბამისად და ვერ დავადასტურებთ აღნიშნული ტვირთის მავნებლობას", -აღნიშნა იროდი კვარაცხელიამ.

მერის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილის თქმით, ხელისუფლება კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. ,,ჩვენ გვესმის მოსახლეობის პროტესტის. ეს პრობლემები ერთ დღეში ვერ გადაწყდება. ამიტომ ხვალ ქალაქის მერთან, კომპანიის წარმომადგენლებთან და ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად ვგეგმავთ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრას. ამ შეხვედრაზე შევეცდებით გავიაროთ ყველა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იქნება ეფექტური, რათა დროულად მოხდეს იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც მოსახლეობას აწუხებს. ასევე გვაქვს სურვილი, რომ ჩატარდეს ჰაერის კვლევაც, რათა დადგინდეს რეალურად უქმნის თუ არა ტერმინალიდან გამოფრქვეული მტვერი ადგილობრივების ჯანმრთელობას საფრთხეს“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ გიორგი ფარეშიშვილმა.

მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა