მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სისტემაში რეფორმა 5 ძირითადი მიმართულებით განხორციელდება და უმნიშვნელოვანესი ყურადღება სკოლამდელ განათლებას მიენიჭება

განათლების სისტემაში რეფორმა 5 ძირითადი მიმართულებით განხორციელდება და უმნიშვნელოვანესი ყურადღება სკოლამდელ განათლებას მიენიჭება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემა იქნება ერთიანი, ხოლო პირველი ეტაპი არის სკოლამდელი განათლება.

„როგორც საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, სკოლამდელ განათლებაში ეყრება საფუძველი ბავშვის განათლების წარმატებას. თუ არ გვექნა კარგად განვითარებული, განათლებული პედაგოგებით უზრუნველყოფილი სწავლება, შეუძლებელია შემდეგ ეტაპებზე იმაზე საუბარი, რომ სკოლის და შემდეგ ეტაპებზე არ იყოს პრობლემა. რეფორმის პერიოდში უდიდესი ყურადღება მიექცევა სკოლამდელ განათლებას და ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ეტაპები წლების მიხედვით, თუ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. 2022 წელს უნდა მივიღოთ ფაქტიურად 100%-ით დაფარვა, რომელიც მოიცავს დედაქალაქს და რეგიონებსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო სტანდარტები, ამ სისტემით გადამზადებული პედაგოგებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა