გალფის საშემოდგომო საჩუქარი კახეთს

გალფი უერთდება "რთველი 2018"-ს და მთელ კახეთის რეგიონში - 20 თეთრამდე ფასდაკლებას სთავაზობს გალფ კლუბის ბარათის მფლობელებს G-Force-ის ტიპის საწვავებზე. გარდა ამისა გაზრდილი ფასდაკლების აქცია იმოქმედებს ასევე სხვა ტიპის საწვავზეც.

აღსანიშნავია, რომ გალფ კლუბის ბარათის აღება შეუძლია ყველას, გალფის ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.

აქცია თვის ბოლომდე გაგრძელდება და ფასდაკლების მიღებას მომხმარებლები შემდეგ ავტოგასამართ სადგურებზე შეძლებენ:

• თელავი, ვარდისუბანი;

• თელავი, დავითაშვილის 2;

• ყვარელი;

• ყვარელის რაიონი, სოფ. ახალსოფელი;

• ლაგოდეხის რაიონი, სოფ. შრომა;

• გურჯაანის რაიონი, სოფ. კაჭრეთი;

• საგარეჯო;

(R)