ფოთის საზღვაო ნავსადგურში ახალი საზღვაო მარშრუტის სერვისი დაინერგა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ახალი საზღვაო მარშრუტის სერვისი დაინერგა, რომელსაც მომსახურებას საკონტეინერო გემები BERNARD და TASMAN STRAIT უწევს. კომპანიის ცნობით, სახაზო მიმართულებას „შავი ზღვის ექსპრესს სერვისი“ ახორციელებს და მათი პირველი გემი ფოთში მიმდინარე წლის ივნისში შემოვიდა.

მათივე ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, აღნიშნული მარშრუტი ყოველკვირეულად შესრულდება. „მოხარულები ვართ დამატებით ორი ახალი გემის შემოსვლით ფოთის საზღვაო ნავსადგურში. ეს ჩვენს სახმელეთო მომხმარებელს ალტერნატიული მარშრუტების არსებობით მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

კომპანის ინფორმაციით, ახალი საზღვაო მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს ფოთისა და ნოვოროსიისკის პორტებს სტამბულისა და პირეოსის პორტებთან. აღნიშნულ გემებს 2x1700 TEU კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. შავი ზღვის ექსპრეს სერვისი, საზღვაო ხაზის ჰაპაგ ლოიდისა და ფიდერული ოპერატორ EMES-ის თანამშრომლობით დაინერგა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს