კახა ბექაური „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს არაკვალიფიციურს უწოდებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება და მას არაკვალიფიციურს უწოდებს.

კახა ბექაურის განცხადებით, აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული შუალედური ანგარიშიდან რიგი საკითხების ამოღება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მიკერძოებული.

„აღნიშნულ კვლევაში საუბარია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაჯარიმდა გაშვებული პოლიტიკური რეკლამის გამო. სინამდვილეში აღნიშნული დარღვევა მოხდა არასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, კვლევაში არ უნდა მოხვედრილიყო აღნიშნული ფაქტი. ასევე არაკვალიფიციურია დასკვნა, რადგან საარჩევნო მონიტორინგის გარდა, ისინი სხვა პერიოდზე საუბრობენ. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში დაწერილია და მაუწყებელს აქვს უფლება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას თუ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც არაკვალიფიციურია, კვლევის საფუძველზე ცნოს კვალიფიციურ სუბიექტად. თუმცა ეს კვლევა გადამოწმებადი უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, ამბობენ, რომ გადამოწმება თვითრეგულირებადი პროცესია და ამას კომისია არ უნდა ახორციელებდეს, არადა 51-ე მუხლში მკაფიოდაა გაწერილი, რომ გადამოწმება სწორედ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებაა“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, ნუ აყვებიან ტყუილის პროპაგანდას და კარგად გადაამოწმონ ფაქტები, რაც მათ მიერ შუქდება.

„გადამოწმების შემდეგ კარგად გამოჩნდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს შუალედური ანგარიში არის სიცრუე“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს