ზურაბ ჯაფარიძე - ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას შევქმნით, სადაც პირველ რიგში, ჩვენ შვილებს მივიყვანთ

„გირჩი“ ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ალტერნატიული განათლების სისტემას შექმნის, - ამის შესახებ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის და „გირჩის“ წევრები თავის შვილებს მიიყვანენ იმ განათლების სისტემაში, რომელსაც თავად შექმნიან.

ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის დღევანდელ პრეზენტაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებამ „მოისმინა მხოლოდ წყალი და უშინაარსო დაპირებები“.

„დღეს მთავრობას ჰქონდა პრეზენტაცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა ისაუბრეს განათლებაში დაგეგმილ რეფორმებზე. ჩვენ მოვისმინეთ სტანდარტული წყალი იმაზე, თუ რა რეფორმების გატარებას აპირებენ. მათ შორის, მოვისმინეთ უშინაარსო დაპირებები იმის შესახებ, რომ 2020-ში თუ 2022-ში რაღაცეები მოხდება განათლების სისტემაში და ეს უშველის საქართველოს განათლების სისტემას. ვნახეთ დადგმული სპექტაკლი იყალთოში პატრიოტული ელემენტით, მათ შორის ილიას ციტატების მოშველიებით. თითქოს იყალთოდან თუ დაიწყებ განათლების რეფორმაზე საუბარს, ეს რეფორმა აუცილებლად სწორი იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან განათლების მინისტრისა და პრემიერის პრეზენტაცია სრულიად უპასუხისმგებლო და ზედაპირულ დამოკიდებულებად შეაფასა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებული კერძო სკოლებიც სახელმწიფო სისტემის გაგრძელებაა.

„ჩვენ „გირჩელებს“ გვყავს შვილები და არ ვაპირებთ, რომ საკუთარი შვილები მივანდოთ ამ სისტემას, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ „გირჩის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომლის პირველადი სახელწოდებაა „თავისუფალი განათლება“. ჩვენ ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო განათლების სისტემის ალტერნატიულ განათლების სისტემას შევქმნით. ეს იქნება „თავისუფალი განათლების“ სისტემა, სადაც პირველ რიგში, ჩვენ შვილებს მივიყვანთ და სადაც მოიყვანენ შვილებს ის ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თუ რა მავნე და საზიანოა მათი შვილებისთვის არსებული განათლების სისტემა. ორშაბათს საღამოს 20:00 საათზე „თბილისი გალერეაში“ გვექნება ამ პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანი განათლების გათავისუფლებაა სახელმწიფოს მარწუხებისგან.

„მე პირობას ვილევი ამას გავაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწევს არაერთი სახელმწიფო რეგულაციის დარღვევა. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ნელ-ნელა დაშლის საქართველოში არსებულ განათლების სისტემას“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს