ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, - წერს ლევან ყიფიანი.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ მედიაში რამდენიმე დღის წინ გასულ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს