გიორგი ჩოგოვაძე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე "Georgia International Maritime Forum" სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს ტურისტულ პოტენციალის და შავი ზღვის რეგიონში კრუიზის განვითარების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პირველად ტარდება, ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე დელეგატი ესწრება.

ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენს „საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიოს შეუცვლელი ტრანსპორტირების საშუალება“.

ფორუმი ბათუმში 12 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო