ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს გამართულ რიგით 89-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ელჩი რუდოლფ მიხალკა, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი.

„სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა დროებით დღისწესრიგთან დაკავშირებით და მხარეებმა ვერ შეძლეს დისკუსიების გაგრძელება. შუამავლებმა სინანული გამოხატეს, რომ შეუძლებელი იყო დღისწესრიგის საკითხების განხილვა. მათ პრაგმატული მიდგომისკენ მოუწოდეს მონაწილეებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ მტკიცე მხარდაჭერას გამოუხატეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატს, როგორც ერთადერთ ღირებულ მექანიზმს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხის განსახილველად. თანაშუამავლები განაგრძობენ ძალისხმევის გამოყენებას, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა რაც შეიძლება მალე განახლდეს მონაწილეების მიერ შეთანხმებული თარიღით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა