რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გამოძახების ადგილზე ბრიგადა 4 წუთში მივიდა, მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს