კახა ბექაური საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაინტერესდნენ რაში იყენებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას და კეთილ მიზნებს ადგილობრივი არასამთავრობოები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაინტერესდნენ რაში იყენებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერას და კეთილ მიზნებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამართლიანი არჩევნებისგან„ კატეგორიულად მოითხოვა გუშინ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიდან კომისიის მისამართით „დაწერილი ტყუილის და არაკვალიფიციური ინფორმაციის ამოღება“.

„ეს იმდენად მძიმე შეცდომებია, კომისია ითხოვს ამ შეცდომების გასწორებას „არასამართლიანი არჩევნებისგან“, უკაცრავად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩვენებისგან“, თუმცა ეს წამოცდენაც შეიძლება გაამართლონ მათ, თუ ასე გააგრძელეს მოქმედება. მე მინდა მათ დამფინანსებლებსაც მივმართო, იმიტომ რომ, ვიცი დამფინანსებლებს და ზოგადად ამ პროცესს კეთილი მიზნები აქვს და ძალიან საჭირო პროცესია, ყველას ინტერესია, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ თუ ამას არაკვალიფიციურად გავაკეთებთ, ცუდ შედეგს მოგცემს. ამიტომ, მივმართავ თხოვნით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, კარგად მოიკითხონ რას აფინანსებენ, რადგან ღირებულება არ ექნება ამ ყველაფერს თუ ასეთ სისულელეებს ჩაწერენ არასამთავრობოები ანგარიშებში, ფასი დაეკარგება შუალედურ და საბოლოო ანგარიშსაც“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა