ნინო გოგუაძე - საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ვუჭერთ დავით უსუაფშვილს

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ვუჭერთ დავით უსუაფშვილს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს ცესკო-ში განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ბიულეტენში სწორედ „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით არის რეგისტრირებული.

„ცესკო-ში შევიტანეთ ჩვენი მხადამჭერების ხელმოწერები, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანდიდატის, დავით უსუფაშვილის რეგისტრაციაში გატარების კუთხით. მადლობას ვუხდით საქართველოს მოქალქეებს, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველო სახელმწიფოა და პრეზიდენტად დავით უსუფაშვილი სჭირდებათ. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ არჩევნებში მხარს ვუჭერთ დავით უსუაფშვილს. დავით უსუფაშვილი სწორედ ჩვენი პარტიით არის რეგისტირებული ბიულეტენში. ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, დაუჭიროთ მხარი ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და გაწონასწორებულ პოლიტიკოსს, დავით უსუფაშვილს“, - განაცდადა ნინო გოგუაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა, ცესკო-ში 32 283 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა წარადგინა. უსუფაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს 25 ნომრით იყრის. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო