სულხან სალაძე - მოქმედი იუსტიციის მინისტრის პირობებში უწყებათაშორისი კომისია იქცა ანგარიშსწორების ველად

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უწყებათაშორისი კომისია დატოვა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ ჟურნალისტებსგანუცხდა, მოქმედი იუსტიციის მინისტრის პირობებში ეს უწყება იქცა ანგარიშსწორების ველად.

"ბოლო შეხვედრაში, რომელიც უწყაბათაშორისმა კომისიამ გამართა, მონაწილეობა არ მივიღეთ, რადგან იუსტიციის დღეს მოქმედი მინისტრის პირობებში ეს უწყება იქცა ანგარიშსწორების ველად. ნაცვლად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა უზრუნველყოს მათ შორის ჩვენს კვლევაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმება, გადმოდიან შეტევაზე. აღმოჩნდა, რომ მინისტრი ამ კვლევას გაცნობილიც არ იყო და სხდომაზე იხილავდა მთელ კვლევას მუხლობრივად და პუნქტობრივად. თავისთავად, მანამ, სანამ ეს კომისია იქნება ანგარიშსწორების ველი, ადამიანებს მოსთხოვენ ტელეფონების დატოვებას, ბუნებრივია, ჩვენ იქ ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ. აუცილებელია, ამ კომისიამ რეალურად უზრუნველყოს არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და არ იქცეს ანგარიშსწორების ველად", - განაცხადა სალაძემ.

რაც შეეხება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან, დატოვენებ თუ არა კომისიას. როგორც "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ოფიციალური განცხადებით კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისთვის არ მიუმართავთ, თუმცა, წელს კომისიის არც ერთ სხდომას არ დასწრებიან.

"სამწუხაროდ, უწყებათაშორისი კომისიის პლატფორმა ბოლო პერიოდში, მათ შორის გასულ არჩევნებზეც გადაიქცა ეგზოტიკურ პროცესად, რომლის განმავლობაშიც ხდება არა კონკრეტული დარღვევების განხილვა, არამედ ხშირ შემთხვევაში ხდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე თავდასხმა. უფრო გადადის პოლიტიკური განცხადებების და ურთიერთდაპირისპირების, არასაქმიანი და არაპროფესიონალური დისკუსიების ფორმატში. მათ შორის, რიგი საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მხრიდან ხდება მსგავსი თავდასხმები და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე წულუკიანი ამის საშუალებას იძლევა და მისი ხელდასმით ხდება ვითარების ასეთ პროცესში გადასვლა. წელს ჩავთვალეთ, რომ არ დავსწრებოდით კომისიის სხდომებს, რადგან ჩვენი წარმომადგენლების მუდმივ სტრესში ჩაყენება ხდებოდა. ოფიციალური წერილით კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით თავმჯდომარისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა სხდომებს არ ვესწრებით",- განაცხადა ბენიძემ.

რაც შეხება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", ორგანიზაცია კომისიაში რჩება, თუმცა, როგორც მათი წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი აცხადებს, თუ კომისიაში მუშაობა ასე გაგრძელდება, ისინი მას დატოვებენ. "ჩვენ ჯერჯერობით ვრჩებით კომისიაში, თუმცა თუ გაგრძელდა არაკონსტიტუციური გარემო, რაც წინა სხდომებზე იყო, ვიფიქრებთ დავტოვოთ კომისიის სხდომები და არ მივიღოთ მის მუშაობაში მონაწილეობა",- განაცხადა ნატროშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა