პატრიარქმა კირილმა მსოფლიო პატრიარქზე ლოცვა შეწყვიტა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას წყვეტს, თუმცა, მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს ინარჩუნებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ევქარისტიული ერთობა ეკლესიებს შორის არ წყდება. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ უკრძალავს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების კლირიკოსებს ჩაატარონ ერთობლივი ღვთისმსახურება“, - განუმარტა „რია ნოვოსტის“ პატრიარქ კირილის პრესმდივანმა, მღვდელმა ალექსანდრ ვოლკოვმა.

მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ლიტურგიის დროს აღარ მოიხსენიებს, ანუ მთავარ საეკლესიო ღვთისმსახურებისას, მასზე ლოცვას შეწყვეტს.

საპატრიარქო ლიტურგიის დროს ადგილობრივი ეკლესიების პატრიარქებს რამდენიმეჯერ მოიხსენიებენ. საეკლესიო დიპტიხის მიხედვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი 15 საეკლესიო მეთაურს შორის, პირველ ადგილზე იხსენიება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა