“ჯორჯიან ეარვეისის” ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან “ემბრაერის“ უახლესი მოდელის, „Shark“ E190-E2-ის საჩვენებელი ფრენა გაიმართა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრაზილიური კომპანია „ემბრაერის“ უახლესი მოდელის, „Shark“ E190-E2 პრეზენტაცია გაიმართა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის თბილისიდან ბათუმის მიმართულებით საჩვენებელი ფრენა მოეწყო. თვითმფრინავს კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის“ პილოტები მართავდნენ.

თვითმფრინავი, რომლის ბორტი 104 მგზავრზეა გათვლილი ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა და Embraer Commercial Aviation-ის ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიისა და ლიზინგის ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ ჰოლმსმა წარადგინეს.

როგორც გივი დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ჯორჯიან ეარვესი“ „ემბრაერის“ სამი მოდელი კომპანიის მომხმარებლებს უკვე ემსახურება, 2019 წლისთვის კი დამატებით ხუთი უახლესი მოდელის შეძენა იგეგმება.

„ემბრაერის“ მოდელის სამი ძველი თვითმფრინავი კომპანიას უკვე ჰყავს, მეოთხე სულ რამდენიმე თვეში გვეყოლება. რაც შეეხება ძველ და ახალ მოდელებს შორის განსხვავებას, ერთია, რომ ნაკლებ საწვავს მოიხმარს და მეორეა, რომ თვითმფრინავში მეტი ადგილია - ეს ორივე ისეთი კრიტერიუმია, რომელიც ავიაკომპანიისთვის კომერციულად მომგებიანია. სწორედ ამიტომ, გარკვეული პერიოდია, „ემბრაერთან“მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენი მოლაპარაკებები გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მსოფლიოს მასშტაბით ამ თვითმფრინავის სატესტო ფრენები დაიწყებოდა და ვფიქრობთ, რომ ამ მოლაპარაკებების დადებითად დასრულება მნიშვნელოვანი იქნება, რათა 5 ასეთი თვითმფრინავი „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტს შეემატოს.

მგზავრისთვის იქნება მეტი კომფორტი, მეტი მიმართულება, მეტი ახალი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში როგორც რეგულარული, ისე ჩარტერული რეისით იმოგზაურონ. მოგეხსენებათ, დღეს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ 20-ზე მეტი რეგულარული მიმართულება აქვს და ყოველი ახალი თვითმფრინავი, ახალი მიმართულება და ახალი აღმოჩენაა მგზავრისთვის“, - აღნიშნა გივი გივი დავითაშვილმა.

Embraer Commercial Aviation-ის ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიისა და ლიზინგის ვიცე-პრეზიდენტის, მარტინ ჰოლმსის შეფასებით, ბრაზილიური კომპანია „ემბრაერის“ უახლესი მოდელის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და იმედი გამოთქვა, რომ „ჯორჯიან ეარვეისთან“ თანამშრომლობით, აღნიშნული თვითმფრინავი საქართველოდანაც იფრენს.

„დღეს, ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, რადგან წარმოვადგენ თვითმფრინავს, რომელიც ყველაზე უხმაურო და საწვავის მოხმარებით ეკონომიურია. დღეს, პირველი შემთხვევაა, როცა ის საქართველოშიც წარმოვადგინეთ და სასიამოვნოა, რომ წარდგენა ასეთ ღირსეულ და სანდო კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად ჩავატარეთ. ვიმედოვნებ, რომ მათთან თანამშრომლობით ეს თვითმფრინავი საქართველოდანაც იფრენს“, - განაცხადა მარტინ ჰოლსმა.

„ემბრაერის“ თვითმფრინავი თბილისისდან ბათუმამდე დაახლოებით, 20 წუთში ჩაფრინდა. ფრენისას მგზავრები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ სხვა თვითმფრინავებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე უმგზავრიათ, „ემბრაერის“ უახლესი მოდელი უფრო კომფორტული და სწრაფია.

აღსანიშნავია, რომ E190-E2 მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს და ამჟამად, Norway’s Widerøe-თან ერთად ასრულებს კომერციულ ოპერაციებს. საჰაერო ხომალდის ანგარიშზე უკვე 2,000 საფრენოსნო საათია, რითაც გრაფიკის უბადლო საიმედოობის 99% - ია მიღწეული.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" „Shark“ E190-E2-ს შეძენას 2019 წელს გეგმავს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა