ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს

გუშინ გავრცელებულ აუდიო მონტაჟთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა შემდეგი: ყველას მოეხსენება, რომ 2016-17 წლებში სიგარეტის იმპორტიორების მიერ გაჩაღებულმა დემპინგ კამპანიამ ქართველი თამბაქოს მწარმოებლები გაკოტრების პირას მიიყვანა. შესაბამისად, ორივე წარმოების საქმიანობის (ომეგა და თბილისის თამბაქო) „ომეგა“ ჯგუფის ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანებაზე არაერთი საუბარი გვქონდა, განვიხილავდით საერთო სტრუქტურას და ბიზნეს მოდელებს. ამ საუბრებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ორი ბიზნესის წარმომადგენლები და მიზანი მხოლოდ ქართული წარმოების გადარჩენა იყო. ახალ გაერთიანებას თავად ზაზა ოქუაშვილი უნდა ჩადგომოდა სათავეში.

ამ საკითხით მანიპულირება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით თამაში პოლიტიკური დივიდენდების მიღების ან ვიღაცის მსხვერპლად წარმოჩენის მიზნით სასაცილო და არასერიოზულია.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “ომეგა” ჯგუფი მუდმივად გვთავაზობს სხადასხვა ბიზნესინიციატივებს. სულ უკანასკნელად, ამა წლის 14 სექტემბერს მივიღეთ მსგავსი შეთავაზება. ახლა უკვე ძნელი სათქმელია, მათ საქმის ინტერესი, თუ მდაბიო პროვოკაციების მოწყობის სურვილი ამოძრავებთ.

ლონდონი, 17 სექტემბერი 2018 წელი

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს