ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიო ლიდერი კომპანია შემოდის

გრინვეი საქართველო - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანია შექმნას მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული ტექინსპექტირების ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეი საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში ლიდერი კომპანია Applus+, რომელიც ტექინსპექტირების მიმართულებით 70 ქვეყანაში ოპერირებს. ამ მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და თავისთავად გულისხმობს, რომ გრინვეი საქართველოს მომსახურება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომლის მთავარი უპირატესობა სწრაფი, სანდო, მოქნილი და უსაფრთხო სერვისის უზრუნველყოფა იქნება.

გრინვეი საქართველომ შეიმუშავა თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად მიყვება; პირველ ეტაპზე, კომპანიამ ესპანეთში, Applus+ ცენტრალურ ოფისში გადაამზადა თავისი ტექნიკური გუნდი. პერსონალის პროფესიული განვითარება კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ექნება სისტემატიური ხასიათი.

გრინვეი საქართველომ, ასევე, პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოში წამყვან, ავტოტექინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიასთან Actia, რაც გრინვეი საქართველოს საშუალებას მისცემს ტექდათვალიერების პროცესი, ტექნოლოგიური კუთხით, პასუხობდეს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს.

კომპანიამ სერვისცენტრების ადგილების შერჩევის პროცესი უკვე დაასრულა. წლის ბოლოსთვის, ტენდერით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 26 სადგური სრულ მზადყოფნაში იქნება. პარალელურად მიმდინარეობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და გრინვეი საქართველოს გუნდის წევრების მოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით.

რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გრინვეი საქართველო არ ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, სრულიად უსაფუძვლოა. ამ ეტაპზე, ტენდერის პირობებით გათვალისწინებული, კომპანიის მიერ აღებული უკლებლივ ყველა ვალდებულება ზედმიწევნით სრულდება.

ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფომ გრინვეი საქართველო უპირატეს პოზიციაში ჩააყენა ტექნისპეტირების სხვა, უკვე მოქმედ კომპანიებთან შედარებით. რეალურად, ამ კომპანიებმა სახელმწიფოსგან საკმაოდ დიდი ხელშეწყობა მიიღეს ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადებამდე. კერძოდ, 2018 წლამდე საქართველოში ფუნქციონირებდა ტექდათვალიერების 35 ხაზი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეფართოებინათ მათი ბიზნესსაქმიანობა და რეფორმის დაწყებამდე, საკუთარი სურვილით შეერჩიათ საუკეთესო ლოკაციები და სრულიად უფასოდ მიეღოთ ლიცენზიები დამატებითი ხაზების გასახსნელად. შედეგად, ნაცვლად 35 ხაზისა, ამჟამად ფუნქონირებს აღნიშნული კომპანიების კუთვნილი 89 ტექინსპექტირების ხაზი.

კომპანია გრინვეი საქართველომ, გამოცხადებული ტენდერის პირობების გათვალისწინებით, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს 51 ახალი ხაზის გამართვა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც არის ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტი და, შესაბამისად, მონოპოლიურ მდგომარეობაზე საუბარი ზედმეტია.

აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 51 ხაზიდან თითქმის ნახევარი რეგიონებში გაიხსნება, რაზეც, მანამდე, სხვა კომპანიებმა დაინტერესება არ გამოხატეს, შესაბამისად, კომპანია გრინვეი საქართველომ აიღო ვალდებულება, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ამ რეგიონებში უზრუნველყოს მომსახურების სადგურები, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება კომერციულად მომგებიანი არ აღმოჩნდეს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიებმა დამატებით ხაზების გახსნის შესაძლებლობა უფასოდ მიიღეს, გრინვეი საქართველომ კი იგივე ოპერირების უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო ბიუჯეტში სოლიდური თანხა გადაიხადა.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს