ანატოლი ბიბილოვი - ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თუ საქართველო ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მზად არის დისკუსიებისთვის საქართველოს ხელმძღვანელობასთან იმ შემთხვევაში, თუ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი და ოფიციალური თბილისი „რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას აღიარებს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მზად არის დისკუსიებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ხელი არ მოუწერია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე და როგორც სჩანს, არც აპირებს ამის გაკეთებას“.

„გასაგებია, რომ საქართველოზე ზეწოლას აშშ ახორციელებს. ამას უკვე არც მალავენ. ეს ნათელია და ამას ჟენევის დისკუსიები ცხადყოფს“, - დასძინა მან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა