სულხან სალაძე კანაფის კულტივაციაზე - კანონპროექტებზე გადაწყვეტილებებს პარლამენტი უნდა იღებდეს, თუ მთავარ როლს თამაშობს ეკლესიის პოზიცია, ეს ცუდია

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ თუ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევაში მნიშვნელოვან ადგილს ეკლესიის პოზიცია იკავებს, ეს არის ცუდი, რადგან კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ექსპორტთან არის დაკავშირებული, საკმაოდ მოულოდნელად და სწრაფად შემოვიდა პარლამენტში, ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის გაცნობაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ ის არ დაწერილა ორ დღეში. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი კვლევა აქვთ ჩატარებული ინფორმაციის მოსაძიებლად. შესაბამისად, თუ საუბარია გარკვეულ ჯგუფებთან კონსულტაციებზე, ვფიქრობ, ეს პროცესი ადრეც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩატარებული. არ ვსაუბრობ იმაზე, ეს კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული თუ არა, მე ვსაუბრობ, მიზეზებზე, რის გამოც შეიძლება ეს კანონი გაიწვიოს წარმომადგენელმა მხარემ. თუ მთავარ როლს თამაშობს ეკლესიის პოზიცია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, რადგან ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს კანონპროექტებთან დაკავშირებით, არის მხოლოდ პარლამენტი. ამასთან, ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულებული იყო, მაინც აქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის ლიცენზიების ნაწილთან და ლიცენზიის შესაძლო მიმღებთა ნაწილთან, ამიტომ თუკი ეს კანონპროექტი დარჩება პარლამენტში, მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები. თუ კანონპროექტის გაწვევა მოხდება პარლამენტიდან, ცხადია, ამ დისკუსიებს აზრი არ ექნება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა