ბათუმში „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში, სასტუმრო “რადისონ ბლუში“ 20 სექტემბერს „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებს „ჩეპმენ ტეილორის“ მიერ მომზადებული გეგმა პროექტის დირექტორმა გოგა კაპანაძემ გააცნო.

„ბათუმი რივიერა“ 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, ის 4 ფაზისგან შედგება და საერთო ჯამში, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ამჟამად იწყება პირველი ფაზის განხორციელება, რომლის ჯამური ღირებულება 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტ კლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას. აღნიშნული პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლანდშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს.

„ბათუმი რივიერა“ „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. მის გეგმარებაზე კი არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვანი, საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს. გამორჩეულად მასშტაბური და მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გამწვანებაზე კეთდება.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი, კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ სამშენებლო ეტაპი დაიწყება.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა