სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მაღალჩინოსნები ხელს აფარებდნენ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რათა სარალიძის მკვლელობის საქმეში მათი როლი არ გამოკვეთილიყო

საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მაღალჩინოსნები ხელს აფარებდნენ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რათა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მათი როლი არ გამოკვეთილიყო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ წევრების კითხვების პასუხად განაცხადა.

კაპანაძის მტკიცებით, ამ მიმართულებით იკვეთება კონკრეტული თანამდებობის პირების როლი. მისი თქმით, გამოძიების არც ერთ ეტაპზე არც შს სამინისტროსა და არც პროკურატურას არ მოუპოვებია არც ერთი მტკიცებულება მ.კ-სთან დაკავშირებით.

“მთავარი განსხვავება, რაც არის ჩვენს შედეგსა და შს სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების შედეგს შორის, არის შემდეგი: პირველი, ჩვენ დავადგინეთ, რომ თავის დროზე, მთელი რიგი მაღალჩინოსნებისა შეცდომას კი არ უშვებდნენ, არამედ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რომ მათი როლი არ გამოკვეთილიყო. ეს უტყუარად არის გამოვლენილი. გამოვლინდნენ კონკრეტული ადამიანები, რომელთაც ამაში მიიღეს მონაწილეობა - არ დაკითხეს, სახლები არ გაჩხრიკეს, დანები და სისხლიანი ტანსაცმელი არ ამოიღეს. ადამიანს, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა და ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა, არც კი დაინტერესდნენ მკვლეობაში კონკრეტული როლი ჰქონდა თუ არა. იმის მიუხედვად, რომ იცოდნენ, რომ მირზა სუბელიანი იყო მისული, არც კი დაინტერესდნენ, რომ სუბელიანი დაეკითხათ. ეს იყო ის, რამაც გამოძიების გამრუდება გამოიწვია. გარდა ამისა, გამოძიების არც ერთ ეტაპზე, არც შს სამინისტროსა და არც პროკურატურას არ მოუპოვებია არც ერთი მტკიცებულება მ.კ-სთან დაკავშირებით, მის როლთან დაკავშირებით. პროკურატურა ამბობდა, რომ მ.კ. დავით სარალიძეს ცარიელ ხელს ურტყამდა - ეს იყო ის მაქსიმუმი, რაც პროკურატურამ გაარკვია. საგამოძიებო კომისიამ კი დაადგინა, რომ ეს ადამიანი დავით სარალიძეს ურტყამდა არა ცარიელ ხელს გასაშველებლად, ხელში მას კონკრეტული იარაღი ეკავა. არსებობს ჩვენება, რომ ამ იარაღას ჰქონდა პირი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას იხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა