ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა პარასკევს გაგრძელდება

პარლამენტის 21 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გაგრძელდება. დასკვნის მოსმენა ცხარე პოლემიკის ფონზე მიმდინარეობს. “ქართული ოცნების“ წევრები ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა, კონკრეტულად ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს.

“ქართული ოცნების“ კრიტიკაზე კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის პასუხია, რომ კომისიამ მოიპოვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ბრალი წაუყენონ მ.კ-ს, დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობაზე. მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მაღალჩინოსნები ხელს აფარებდნენ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რათა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მათი როლი არ გამოკვეთილიყო. კაპანაძემ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიების არც ერთ ეტაპზე, არც შს სამინისტროსა და არც პროკურატურას არ მოუპოვებია არც ერთი მტკიცებულება მ.კ-სთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნება“, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების მიღებას შესთავაზებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს