სილქნეტი საზოგადოებას სახეცვლილ ბრენდს წარუდგენს

სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს.

სილქნეტი და ჯეოსელი ორი დიდი ისტორიის მქონე ბრენდია, რომლებმაც დაარსების დღიდან ადამიანების ცნობიერებაში შეცვალეს ურთიერთობისთვის საჭირო დრო და აქამდე არსებული საშუალებები. წლების წინ, სწრაფი ინტერნეტი სილქნეტის მეშვეობით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. პირველად საქართველოში სილქნეტმა მისცა მაყურებელს საშუალება საკუთარი დროის და სურვილის მიხედვით მართოს ტელევიზია. ადამიანის საჭიროებებზე მორგებული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით და მუდმივი განვითარებით სილქნეტი ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. გავიხსენოთ არანაკლებ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი, როდესაც პირველი მობილური ზარი განხორციელდა საქართველოში და ამით ჩვენი ქვეყანა გახდა გლობალური სატელეკომუნიკაციო პროგრესის ნაწილი. ეს ისტორიული მომენტი ჯეოსელმა მოახდინა საქართველოში. ამ დღიდან მოყოლებული, პირველი მობილური ოპერატორი პიონერია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაში და მომსახურების ყველასგან გამორჩეული მიდგომების შეთავაზებაში, რომლის მთავარი საზრუნავი არის მომხმარებელი.

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, თავიანთი განვითარების ყველა ეტაპზე ორივე კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და არის პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვა, უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება. სილქნეტი და ჯეოსელი ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მისი წინსვლის ხელისშემწყობი ძალაა.

სულ ცოტა ხნის წინ, ეს ორი დიდი ძალა ერთ გუნდად შეიკრა. სილქნეტმა გააერთიანა ადამიანთა ურთიერთობისთვის აუცილებელი ყველა ტექნოლოგიური საშუალება და შექმნა ერთიანი, უსაზღვრო შესაძლებლობები.

ეს არის ორი ბრენდის ისტორია და მომავალი, რომელიც, ამასთანავე, ადამიანების ცხოვრების ნაწილია.

ამიერიდან, სილქნეტი არის მთავარი ბრენდი, რომელიც მოიცავს უსაზღვრო შესაძლებლობებს: უყურო, მოუსმინო, ისაუბრო, შეიმეცნო, ასწავლო, გაერთო, აღმოაჩინო და უბრალოდ იყო ჩართული სილქნეტით. ჯეოსელის ლოგო - ყველასთვის კარგად ცნობილი იასამნისფერი ქვა - დაგვემშვიდობება. როგორც იცით, ჯეოსელი შვედური თელიას ჯგუფის წევრი კომპანია იყო, რომლის ლოგოა იასამნისფერი ქვა. რადგანაც ჯეოსელი აღარ არის ამ ჯგუფის ნაწილი, შესაბამისად, ლოგო კომპანიას აღარ ეკუთვნის. რაც შეეხება ჯეოსელის სახელს, იგი უცვლელი დარჩება და იქნება სილქნეტის, როგორც მთავარი ბრენდის მობილური მომსახურების მიმართულება. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ ჯეოსელის ბრენდის მიმართ არსებული საყოველთაო ემოციური ბმის საფუძველზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ბრენდის კუთხით ჩატარებული კვლევების შედეგებიც ამყარებს.

სილქნეტის მიერ ჯეოსელის შეძენა და ორი ბრენდის გაერთიანება უპრეცედენტო და უმსხვილესი ბიზნესშეთანხმებაა საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგადაც შეიქმნა ძლიერი, სტაბილური და წარმატებული ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია. გაერთიანებული შესაძლებლობები მომხმარებელს მოუტანს ინოვაციური და მოთხოვნებზე მორგებული სრული სატელეკომუნიკაციო სპექტრის მომსახურებას: ინტერნეტის, ტელევიზიის, ტელეფონის და მობილური სერვისების ერთობლიობას. ტექნოლოგიურად ეს ურთულესი და კომპლექსური მექანიზმია, ადამიანებს კი პირიქით - გაუმარტივებს ყოველდღიურობას და მისცემს უსაზღვრო შესაძლებლობებს. ყველაფერი ეს გაერთიანებულია ერთი ბრენდის ქვეშ.

ერთად მიიღე ყოველდღიური ტექნოლოგიების სრული სპექტრი და შეუფერხებლად აკეთე რაც გინდა - ამ დაპირებას განახლებული ბრენდის მომხმარებელი სულ მალე, ახალი პროდუქტის მეშვეობით გამოცდის.

ეს სიახლე მომხმარებლისთვის ბევრი სასიკეთო ცვლილების მომტანი იქნება. შეიცვლება აქამდე არსებული მიდგომები და მომსახურების ოფისები. მომავალში კომპანია თავის მომხმარებელს განახლებულ მაღაზიებში მოემსახურება. ეს იქნება სივრცე უსაზღვრო შესაძლებლობებით, უნიკალური შეთავაზებებითა და კომფორტით.

ამჯერად კი, მიმდინარეობს გაერთიანებული კომპანიის ბრენდის სახეცვლილების პროცესი. ეს ცვლილებები 21 სექტემბერიდან გაერთიანებული კომპანიის მაღაზიების გარეთა ფასადზე აისახება. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სულ მალე, შეიცვლება თბილისისა და რეგიონების ყველა მაღაზიისა და მომსახურების ოფისის გარეთა ფასადი და ინტერიერი.

სახეცვლილი ბრენდის მომხმარებლებს წინ ძალიან საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე პერიოდი ელოდებათ.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა