ანრი ოხანაშვილი - დავადგინეთ, რომ არავის გაუბედავს ხორავას ქუჩის საქმეზე პირადი ან პოლიტიკური მოტივით მართლმსაჯულებაში ჩარეულიყო

ხორავას ქუჩის საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა ან არ ჩატარდა, ამან მტკიცებულებათა ხარისხზე გავლენა იქონია, თუმცა გავლენა გამოძიების საბოლოო შედეგზე არ მოუხდენია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, “ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ განსხვავებულ მოსაზრებებს წარადგენს, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

“ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი არ ჰქონია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და არავის გაუბედავს, რომ მართლმსაჯულებაში ჩარეულიყო პირადი ან რაიმე პოლიტიკური მოტივით ან რომელიმე უწყებას გაებედა, რომ ამ საქმეში რაიმე არასწორად წარმოეჩინა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ყველა იმ შედეგით, რომელიც გამოძიებამ დადო. ჩვენ გავეცით რეკომენდაციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პოლიტიკური თანდებობის პირები არიან და მათ უწყებები ექვემდებარება. ჩვენ ამის არ გვეშინია, ამას არ გავურბივათ. ჩვენ სიმართლეს ვუსწორეთ თვალს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება.

“ქართული ოცნება“, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების მიღებას სთავაზობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა