დიმიტრი ცქიტიშვილი ოთარ კახიძეს - ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა

ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის პრეცენდენტი არ ყოფილიყო წარმატებული.

„ყველანირი პარტიული კონიუნქტურის მიუხედავად, მზად ვიყავი ძალიან ბევრი საკითხი განმეხილა თქვენთან ერთად და სამართლიანობის მიხედვით შეგვედგინა ერთიანი დასკვნა. სამწუხაროდ, ამის თეორიული შესაძლებლობაც არ დატოვეთ. პირდაპირ გამოიტანეთ დასკვნა, რომელიც გაჯერებული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხებით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია, რომლის პრეცენდენტი პრაქტიკულად პირველია, არ შემდგარიყო, როგორც წარმატებული, სადაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაცაზე ერთიანობაში თანხმდებიან.

ის, რომ თქვენ თეა წულუკიანი, გიორგი გახარია და ირაკლი შოთაძე არ მოგწონთ, ამაში რა თქმა უნდა, გასაკვირი არაფერი არ არის, რომ მოგწონდეთ, ეს უფრო გასაკვირი იქნება, მაგრამ უზნეობის კიდევ უფრო დიდი დონე ის არის, დღეს რაც მოვისმინე. ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა