24 სექტემბრიდან ბაზარზე ახალი საბავშვო წვენი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება

24 სექტემბრიდან ბაზარზე ახალი საბავშვო წვენი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება და ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებში მისი ფასი 1.5 ლარი იქნება. „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერის ირაკლი გელაძის ინფორმაციით, "ჩეროს" ტრადიციული ნატურალური წვენების მსგავსად, ახალი სერია ასპეტიკური ტექნოლოგით არის ჩამოსხმული. მისი თქმით, ასეპტიკური ჩამოსხმა საშუალებას იძლევა, ხილში მაქსიმალურად შენარჩუნდეს ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები.

„პროექტის იდეა გაგვიჩნდა საკამოდ დიდი ხნის წინ. გვსურდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამინებს და მათ დადებით თვისებებს.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ "ჩერო" შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც ასეთი აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. "ჩერო" არ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ საღებავებს.

2017 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ჩერო“ გამოჩნდა ბაზარზე, მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლის თვალში ვიყოთ სანდო, ხარსხიანი და ტრადიციული ქართული ბრენდი. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ, ასევე უცხოელ ხილის ნედლეულის მომწოდებელ კომპანიებთან,“ – განაცხადა ირაკლი გელაძემ.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო