ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“ CNN-ის მედიაკონსულტანტი იმყოფება

ტელეკომპანია „პალიტრანიუსში“ საინფორმაციო ტელევიზიების საერთაშორისო ექსპერტი, CNN-ის მედიაკონსულტანტი და სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნიაში CNN-ის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანიის N1-ის დამაარსებელი რუსმირ ნეფისი იმყოფება. მისი ჩამოსვლის მიზანია, განახორციელოს ცვლილებები საინფორმაციო ტელევიზია "პალიტრანიუსში" და ხელი შეუწყოს არხის განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში ის მედიაჰოლდინგის როგორც მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, ასევე პროდიუსერებთან, რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებს გამართავს.

„მე აქ ვარ, რათა ვნახო, როგორ გამოიყურება პლატფორმა მთლიანობაში და ვურჩიო კომპანიის ხელმძღვანელებს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მათ უნდა გადადგან, გავარკვიო, თუ რა ცვლილებების განხორციელება შეიძლება და როგორ შეუძლია ტელევიზიის, ისევე როგორც მთლიანობაში მედიაჰოლდინგის მუშაობის გაუმჯობესება. მე აქ ჩამოვედი, რათა მეტი ვნახო, მეტი გავიგო და ვიმედოვნებ, რომ გამოვნახავთ გზას, რა და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პროდიუსინგის ხარისხი და ადამიანების უნარები, რამაც, საბოლოო ჯამში, უკეთეს შედეგამდე, მეტ გაზიარებამდე, რეიტინგამდე და ბიზნესის წინსვლამდე უნდა მიგვიყვანოს“, - აღნიშნა რუსმირ ნეფისიმ.

მედია კონსულტანტის თქმით, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ „პალიტრანიუსს“ და მედია ჰოლდინგის სხვა პლატფორმებს გასცნობოდა და უკვე მზად აქვს გარკვეული რეკომენდაციები.

იხილეთ ვიდეო: ტელეკომპანია "პალიტრანიუსში" CNN-ის მედიაკონსულტანტი იმყოფება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს