გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს

მივმართავთ, გიორგი მარგველაშვილს, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი,- ამის შესახებ განცხადება "ძალა ერთობაშიას" წევრმა მამუკა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიცური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს. ოპოზიციური გაერთიანება წულუკიანს სთხოვს, რომ მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში.

"გვინდა, ყურადღება მივაპყროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მცირე და დიდი პალატის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი. ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. ის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.

მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ივანე მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ მოხდეს ვანო მერაბიშვილის სათანადო პირობებში გადაყვანა.

იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი-პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა.

პრეზიდენტმა, გიორგი მარგევლაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ბოლო კეთილ საქმედ - შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი.

მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს",- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა