დიმიტრი ხუნდაძე - სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში დამოკიდებულება იქნება მკაცრი

ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა სააფთიაქო სექტორში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ სხვაგან, უმკაცრესი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანადაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სერიოზულად და ობიექტურად შესწავლას საჭიროებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებული საქმე.

“ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სწორად წარმართვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება. შს სამინისტრომ არაერთხელ გამოავლინა შავ ბაზარზე სხვადასხვა მეთოდებით მონაწილე პირები. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა 2013 წლიდან დავიწყეთ, როცა შემოვიდა სარეცეპტო რეფორმა. ამ გზაზე სამართალდარღვევის არა ერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. დღეს სამწუხარო ფაქტთან გვაქვს ადგილი, როცა სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობაში პასუხისმგებელი პირები არიან ეჭვმიტანილი. მჯერა, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად. პასუხისმგებელი პირები ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიანო ნარკომანიის ჩამოყალიბებას. აქ დამოკიდებულება იქნება მკაცრი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა