საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შექმნილი საცობის მიზეზებს განმარტავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე გუშინ არსებულ საცობთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტებას აკეთებს.

დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.

„სატრასპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ხიდზე დაიწყო პრევენციული ღონიძიებების განხორციელება. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება. ამ ეტაპზე, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება საცობი. სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ მგაზვრებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული მიმართულებით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება