გიგი წერეთელი - თუ საუბარია სააფთიაქო ნარკომანიაზე, ასეთი დანაშაული მხოლოდ ერთი უწყების ფარგლებში არ იქნება

დიდი ხანია გია თვალავაძე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს და ჩემი გადასახედიდან ის ყოველთვის კომპეტენტური და ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო - მის სამსახურს დელიკატური საქმეები ჰქონდა ჩაბარებული და მსგავსი რამ არ ყოფილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განუცხადა.

ამასთან, როგორც წერეთელი აცხადებს, თუკი საუბარია სააფთიაქო ნარკომანიაზე და ამასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ასეთი დანაშაული მხოლოდ ერთი უწყების ფარგლებში არ იქნება.

„წლებია ჩვენ ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ მათ სააფთიაქო ნარკომანია დაამარცხეს. რეალურად, ეს ასე არ არის და პრობლემა დიდია. კონკრეტულად ვინ აკეთებდა, ვინ მფარველობდა და ვინ იცავდა - ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მედიკამენტების რეცეპტის გარეშე დარღვევით გაცემა ძალიან დიდი ინდუსტრია იქნება. არა მგონია, მასში მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი იყოს ჩართული. თუ არის სურვილი, უნდა მოხდეს საქმის კარგად გამოძიება და გზების გადაკეტვა, ამის გაკეთება შეიძლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა