ადვოკატი - ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფიაურმა განუცხადა. მისივე თქმით, გია თვალავაძეს ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი.

„ამ ეტაპზე ჯერ საქმის მასალებიც კი არ მაქვს გადმოცემული. მისთვის ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, თუმცა ზუსტი დრო არ ვიცი“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა.

თვალავაძის დაკავება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს უკავშირდება. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე