ზუგდიდში, ავარიის დროს დაშავებულ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ავთანდილ თალაკვაძე  მოინახულებს

ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პაციენტები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმთა დაკვირვების ქვეშ კიდევ რამდენიმე საათს დარჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ზუგდიდში მოხდა. შეჯახების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა