წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლულ ბავშვებს დიზენტერია დაუდგინდათ

წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილ ყველა ბავშვს შიგელოზის (დიზენტერია) დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მკურნალმა ექიმმა ნუგზარ მაღლაკელიძემ განუცხადა.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფო „მედიქალ სითიში“ ათი ბავშვი რჩება, აქედან ექვსი დღესაა ჰოსპიტალიზებული. სულ სამი დღის განმავლობაში წყალტუბოს ბაღებიდან ქუთაისში 32 ბავში გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა