მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღე; ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეასრულა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი. მე-4 ნომრად განთესილი ქალთა ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდა. ვაჟთა პირველი გუნდი კი შშმ პირთა ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ორი კვირის განმავლობაში, 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა