ბენიამინ ნეთანიაჰუ - სირიისთვის რუსეთის მიერ თანამედროვე შეიარაღების გადაცემა რეგიონში რისკებს გაზრდის

სირიისთვის თანამედროვე ტიპის შეიარაღების გადაცემა რეგიონში რისკებს გაზრდის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთისა და სირიის პრეზიდენტებმა სირიისთვის C-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გადაცემის საკითხი განიხილეს.

ნეთანიაჰუს თქმით, ამავდროულად, ისრაელი განაგრძობს რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვას უსაფრთხოების სფეროში. ისრაელის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა 17 სექტემბერს სირიის მიერ ჩამოგდებული „ილ-20“-ის ჩამოვარდნის შედეგად რუსი სამხედროების გარდაცვალების გამო. ნეთანიაჰუმ მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის არმიას დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი სირიის შეიარაღებულ ძალებს C-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსს გადასცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა