ბოლნისის მუნიციპალიტეტი „ბოლნისქალაქობისთვის" ემზადება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, 30 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2018“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან აცნობეს, კულტურული ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება. ბოლნისის ისტორიულ უბანში წარმოდგენილი იქნება: ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა; წიგნის „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ გამოფენა - ავტორი პეტრე დანელია; ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება.

„ბოლნისქალაქობა“ დატვირთული იქნება სპორტული აქტივობებითაც, გაიმართება შეჯიბრებები ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და კარატეში. ღონისძიებების ფარგლებში მოხდება ყურძნის საზეიმო დაწურვა საწნახელში.

18:00 საათზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი დაიწყება

ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც წარმოჩინდება ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრულობა დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებების მიხედვით. ღონისძიების ბოლოს გაიმართება ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.

,,ბოლნისქალაქობა 2018“-ს 20:00 საათზე ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ კონცერტი დააგვირგვინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა