აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სირიაში არსებული ვითარება და ირანთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მათ შორის სირიაში არსებული ვითარება. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ლიდერებმა რიგი საერთაშორისო საკითხები განიხილეს, მათ შორის სირიაში არსებული ვითარება, ირანის მხრიდან მუქარა, ასევე აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისთვის სამართლიანი პირობების შექმნა“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის პრესსამსახური ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ნოემბერში აშშ-ს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის საკითხი განიხილეს, სადაც დონალდ ტრამპი პირველი ომის დამთავრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა