მემანქანეების ინფორმაციით, ლიანდაგზე ახალგაზრდა გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა დისტანცია არ ეყოთ

მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა. საუბარია სამგზავრო მატარებელზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მატარებლის მემანქანეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„გამოძიება დაადგენს მიზეზი სუიციდი იყო თუ უბედური შემთხვევა მოხდა. ჯერჯერობით მემანქანეების პირველადი გამოკითხვა ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ გოგონას დანახვისთანავე ხმოვანი სიგნალიც მისცეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, მაგრამ დისტანცია არ ეყოთ. შესაბამისად, შეჯახება მოხდა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა, გარდაცვლილი 1997 წელს დაბადებული პირია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სააგენტოს უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: კადრები ადგილიდან, სადაც მატარებელი 20 წლის გოგონას დაეჯახა - რას ამბობენ მემანქანეები?

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის